ფეხბურთი

21:50 | 4.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" შესაძლოა ანდრეი შევჩენკომ ჩაიბაროს

ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი შესაძლოა ანდრეი შევჩენკომ ჩაიბაროს. ფრანგული Le10Sport-ის ინფორმაციით, ფრენკ ლამპარდის შემცვლელთა შორის უკრაინელი ფავორიტია.

მოგეხსენებათ, „ჩელსიმ“ პრემიერლიგაში ბოლო 6 ტურში მხოლოდ 4 ქულა მოიპოვა (1 მოგება, 1 ფრე, 4 წაგება) და ამიტომაც, კლუბში ლამპარდის გათავისუფლებაზე დაიწყეს ფიქრი. ფრანგული გამოცემის ცნობით კი, რომან აბრამოვიჩი მზადაა შევჩენკოს დაუკავშირდეს და ლონდონში დააბრუნოს.

შევჩენკო ამჟამად უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელია, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა. ლეგენდარული ფეხბურთელი „ჩელსის“ კარგად იცნობს, „არისტოკრატების“ ღირსებას 2006-2008 წლებში იცავდა და 48 მატჩში 9 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12695