ფეხბურთი

23:37 | 3.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

რომელუ ლუკაკუმ "ინტერში" რონალდოს მიღწევა გააუმჯობესა

მილანის „ინტერის“ თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ იტალიური კლუბის რიგებში 50-ე გოლი გაიტანა და რონალდოს რეკორდი დაამხო.

ბელგიელმა 50 გოლის გატანას 70 თამაში მოანდომა და ამაზე სწრაფად 50 გოლი „ინტერის“ მაისურით არავის გაუტანია. აქამდე, ყველაზე სწრაფი შედეგი „ნერაძურიში“ ბრაზილიელ რონალდოს ჰქონდა, მაგრამ 50 გოლი 77 შეხვედრაში გაიტანა.

შეგახსენებთ, რომელუ ლუკაკუ „ინტერმა“ 2019 წლის ზაფხულში „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ დაიმატა და ბელგიელი შავ-ლურჯების ლიდერად უმალვე იქცა. „ინტერმა“ კი დღეს „კროტონე“ 6:2 გაანადგურა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113328