ფეხბურთი

12:12 | 3.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

დი კანიო: "მილანმა" მხოლოდ 20 მილიონად ცხოველი იყიდა, ეს აბსურდია"

იტალიური "მილანის" მარცხენა მცველი ტეო ერნანდესი მეორე სეზონი საოცარ ფორმაშია და მისი პროგრესი თვალშისაცემია. ამჯერად ფრანგი ფეხბურთელის შესახებ ვეტერანმა იტალიელმა თავდამხმელმა პაოლო დი კანიომ ისაუბრა და განაცხადა, რომ ტეო ნამდვილი ცხოველია.

„ტეო დამანგრეველია, ჩვეულებრივზე მეტად. აბსურდია, რომ „მილანმა“ ის მხოლოდ 20 მილიონ ევროდ შეიძინა. საოცრად ძლიერია აჩქარებაში და კონტრშეტევებზე, აგრეთვე დაცვით ფაზაში. ვერასდროს მოატყუებ მას, ეს ჩემზე შთაბეჭდილებას ახდენს. როდესაც დარბის ნამდვილი ცხოველია. ეს სიგიჟეა“, - თქვა დი კანიომ.

შეგახსენებთ, ტეო ერნანდესი მადრიდის „ატლეტიკოს“ აკადემიაში თამაშობდა, შემდეგ იჯარით „ალავესში“ ითამაშა (38 მატჩი, 2 გოლი), 2017-2018 წლების სეზონი „რეალში“ გაატარა და 23 უგოლო თამაში ჩაატარა, ხოლო 2018-2019 წლების სეზონში იჯარით „სოსიედადში“ იყო (28 მატჩი, 1 გოლი).

„რეალმა“ ფრანგი 2019 წელს „მილანში“ გაასხვისა და იტალიურ კლუბში გაბრწყინება შეძლო, გუნდის ლიდერად უმალვე იქცა. ტეომ „როსონერიში“ დღემდე 56 მატჩში 11 გოლი გაიტანა. სხვათა შორის, ის კახა კალაძის შემდეგ „მილანის“ პირველი მცველი გახდა, რომელმაც ერთ სეზონში სერია A-ში 4-ზე მეტი გოლი გაიტანა. ტეოს საფრანგეთის ნაკრებში არასდროს უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112049