კალათბურთი

10:24 | 3.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

საუკეთესო ქულებში, მოხსნებსა და პასებში: სანდრო მამუკელაშვილის საოცარი მატჩი (+VIDEO)

ამერიკის სტუდენტურ ლიგაში სანდრო მამუკელაშვილს მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა. ქართველი კალათბურთელი „სეტონ ჰოლს“ „ბატლერთან“ საგარეო შეხვედრაში გამარჯვებაში დაეხმარა.

„სეტონ ჰოლმა“ მეტოქეს 68:60 აჯობა, ხოლო მამუკელაშვილი პარკეტზე ერთმნიშვნელოვნად საუკეთესო იყო. სანდრომ 38 წუთში 24 ქულა, 9 მოხსნა, 6 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 7-დან 6 ორქულიანი, 7-დან 2 სამქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო.

მამუკელაშვილი ორივე გუნდის რიგებში მოპოვებული ქულების, მოხსნებისა და პასების რაოდენობით საუკეთესო იყო და მატჩის დამსახურებულად MVP გახდა.

„სეტონ ჰოლი“ 5 გამარჯვებით და 1 მარცხით მეორე ადგილზე იმყოფება, ხოლო მომდევნო შეხვედრას 7 იანვარს, „კრეიგტონთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123038