ფეხბურთი

19:56 | 2.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: პოჩეტინო პსჟ-ს მთავარი მწვრთნელია

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ მთავარ მწვრთნელად მაურისიო პოჩეტინო დაინიშნა. პარიზულმა გუნდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა და არგენტინელს კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.

კონტრაქტში დევს პუნქტი, რომლის თანახმად, მისი განახლება ერთი წლით შესაძლებელია. პოჩეტინომ ტომას ტუხელი შეცვალა, რომელიც დეკემბრის ბოლოს გაათავისუფლეს და მისი დებიუტი 6 იანვარს, „სენტ ეტიენთან“ შედგება.

მაურიციო პოჩეტინო პსჟ-ს კარგად იცნობს, რადგან 2001-2003 წლებში მის რიგებში თამაშობდა და 95 მატჩში 6 გოლი გაიტანა. სამწვრთნელო კარიერაში პოჩეტინოს „ესპანიოლი“ (2009-2012), „საუთჰემპტონი“ (2013-2014) და „ტოტენჰემი“ (2014-2019) გაუწვრთნია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113757