ფეხბურთი

1:54 | 2.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"სიტი" ჰარი კეინის ტრანსფერისთვის "ტოტენჰემს" სარფიან წინადადებას უმზადებს

„მანჩესტერ სიტი“ ლონდონის „ტოტენჰემის“ თავდამსხმელის, ჰარი კეინის ტრანსფერზე მუშაობას იწყებს. გერმანული Bild-ი წერს, რომ პეპ გვარდიოლას სიაში ინგლისელი ფორვარდი პირველი წერია.

გავლენიანი გამოცემის ინფორმაციით, „სიტი“ მზადაა კეინის სანაცვლოდ ლონდონურ გუნდს 90 მილიონი გირვანქა სტერლინგი (100 მილიონ ევროზე ცოტა მეტი) გადაუხადოს. „ქალაქელები“ სერხიო აგუეროს შემცვლელს ეძებენ, რომელსაც სეზონის ბოლოს კონტრაქტი ეწურება და არგენტინელი, რომელიც „სიტის“ისტორიაში 256 გოლით საუკეთესო ბომბარდირია, გუნდს დატოვებს.

თავის მხრივ, კეინს „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს და მისი გაყიდვა კლუბის გეგმებში არ შედის, მაგრამ სარფიანმა წინადადებამ შესაძლოა ყველაფერი შეცვალოს. გარდა ამისა, ჟოზე მოურინიოს გუნდი თუ ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს, „ტოტენჰემი“ იძულებული გახდება ფინანსური მოგების თვალსაზრისით გუნდის რომელიმე ლიდერი გაყიდოს.

შეგახსენებთ, ჰარი კეინი "ტოტენჰემში" 2009 წლიდან ირიცხება, დებიუტი კი 2012 წელს ჰქონდა და 310 მატჩში 204 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117989