ფეხბურთი

19:48 | 31.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკის ფანტასტიკური 2020 წელი: პოლონელი ჯილდოებთან ერთად იღვიძებს

2020 წელი თუ ვინმესთვის იყო წარმატებული, ალბათ პირველ რიგში მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკისთვის. პოლონელს მართლაც საოცარი წელი ჰქონდა და ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა.

France Football-ის „ოქროს ბურთის“ გათამაშება 2020 წელს რომ არ გაეუქმებინა, ამ უპრესტიჟულეს პრიზსაც მოიგებდა, მაგრამ უამისოდაც პოლონელის მონაგარი ფანტასტიკურია. მან ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა - საწოლში მოგებულ გუნდურ და ინდივიდუალურ ჯილდოებთან ერთად ნებივრობს...

ჩემპიონთა ლიგა, ბუნდესლიგა, გერმანიის თასი, ევროპის სუპერთასი, გერმანიის სუპერთასი, Globe Soccer Awards-ის წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო, ფიფას წლის საუკეთესო მოთამაშის პრიზი, უეფას ვერსიით ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირის ჯილდოები - ლევანდოვსკის 2020 წელი არასდროს დაავწიყდება. სხვათა შორის, მან 47 მატჩში 55 გოლი გაიტანა და ყველა ეს ტიტული დაიმსახურა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110087