ფეხბურთი

19:30 | 30.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ატალანტამ" დანიის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

დანიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "გენკის" მარჯვენა გარემარბი იოაკიმ მეჰლე კარიერას "ატალანტაში" გააგრძელებს. როგორც იტალიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და გუნდთან ერთადაა.

ასევე იტალიური კლუბის განცხადებაში ნათქვამია, რომ "ატალანტას" და "გენკს" შორის ოფიციალურ შეთანხმებას ხელი 4 იანვარს მოეწერება, როდესაც სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენწლიან კონტრაქტს გააფორმებს მეჰლე და რამდენ მილიონს მიიღებს ტრანსფერი სანაცვლოდ ბელგიური კლუბი.

იოაკიმი "გენკში" "ალბორგიდან" 2017 წელს გადავიდა. მას შემდეგ ბელგიური გუნდის მაისურით მეჰლე მოედანზე 130 შეხვედრაში გავიდა, გაიტანა ექვსი გოლი და 22 საგოლე გადაცემა შეასრულა. მეჰლე დანიის ნაკრებში 2020 წლის 5 სექტემბრიდან თამაშობს და ექვს მატჩში ერთი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112677