ფეხბურთი

3:23 | 30.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქოჩორაშვილმა ლა ლიგაში ითამაშა, კარიერაში მეორედ

ესპანეთის ლა ლიგაში გიორგი ქოჩორაშვილმა ითამაშა, მიმდინარე სეზონში ეს პირველად მოხდა. 21 წლის ქართველი ნახევარმცველი, რომელიც „ლევანტეს“ ღირსებას იცავს, სევილიის „ბეტისთან“ 89-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე.

გიორგიმ კარიერაში მეორედ, მიმდინარე სეზონში კი პირველად ითამაშა კონკრეტულად ლა ლიგაში. ისე კი, ორიოდ კვირის წინ ესპანეთის თასზე მიეცა თამაშის შესაძლებლობა და „მურსიასთან“ გოლის გატანაც მოახერხა.

ქართველი ფეხბურთელი „ლევანტეს“ გუნდთან ერთად ვარჯიშობს და განაცხადში უკვე მუდმივად ხვდება, აი, სათამაშო დრო ჯერჯერობით შეზღუდული აქვს, მაგრამ ლა ლიგაში გამოჩენა, მაინც აღსანიშნავია.

აქვე გეტყვით, რომ „ლევანტემ“ „ბეტისს“ მძიმე ბრძოლაში, 4:3 აჯობა და სატურნირო ცხრილში 18 ქულით მე-12 ადგილს იკავებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112067