ფეხბურთი

19:57 | 29.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" დავალიანების გადახდა დაიწყო და ეროვნულ ლიგაში ითამაშებს

ქუთაისის "ტორპედომ" დავალიანების გადახდა დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ლიცენზია არ ჩამოერთმევა და მომდევნო სეზონს ეროვნულ ლიგაში გაატარებს. ამის შესახებ იმერული გუნდი სოციალურ ქსელშ განცხადებას აქვეყნებს.

"ტორპედო" ქუთაისმა დაიწყო დავალიანების დაფარვა, რომელიც გუნდს 3 წლის განმავლობაში ჰქონდა. გუნდის აღმასრულებელი დირექტორის პაპუნა მელაძის განცხადებით, კლუბი 2021 წელს დავალიანების გარეშე შეხვდება. გამომდინარე აქედან, კლუბს აღებული ლიცენზია არ ჩამოერთმევა და ახალი სეზონიდან კვლავ უმაღლეს ლიგაში გააგრძელებს ასპარეზობას", - წერია "ტორპედოს" ფეისბუქგვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის "ტორპედოს" ფინანსური პრობლემები 2019 წლიდან აქვს. ქუთაისურმა გუნდმა გასულ სეზონში ეროვნულ ლიგაში ადგილი მას შემდეგ შეინარჩუნა, რაც პლეი-აუტში "გაგრა"ორი მატჩის ჯამში 3:1 (2:0, 1:1) დაამარცხა.

თეგებიტორპედო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112005