ფეხბურთი

18:26 | 29.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიო კაპელომ "იუვენტუსს" დიბალას ინგლისელ ფეხბურთელში გაცვლა ურჩია

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ „იუვენტუსს“ პაულო დიბალას ლონდონის „ტოტენჰემის“ თავდამსხმელ ჰარი კეინში გაცვლა ურჩია. კაპელოს აზრით, ეს ტურინელთათვის ხელსაყრელი გარიგება იქნებოდა.

„დიბალას, მორატას და რონალდუს ერთად თამაში რა თქმა უნდა შეუძლიათ. მე „რომაში“ ტოტის, მონტელას და ბატისტუტას ერთად ვათამაშებდი. რონალდუ თავდაცვით ფაზაში თითქმის არაფერს აკეთებს და დიბალასაც ცოტათი შეუძლია დახმარება. მაგრამ თუ სხვა რგოლები კარგად ითამაშებენ, ამ ტრიოს გამოყენება შეიძლება, ბევრი დამოკიდებულია მატჩზე და მოწინააღმდეგეზე.

დიბალას დეიან სავიჩევიჩს ვამსგავსებ, მასაც მარჯვნიდან ერჩივნა შეტევის დაწყება, მაგრამ მოედნის შესანიშნავი ხედვა და დრიბლინგი ჰქონდა. ვისში გავცვლიდი დიბალას? ხშირად დიდი ფეხბურთელები ისეთ კლუბებში თამაშობენ, რომლებიც მათ არ ყიდიან. დიახ, მე ვთქვი, რომ დიბალას პოლ პოგბაში არ გავცვლიდი, მაგრამ ჰარი კეინში გავცვლიდი“, - თქვა კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა „იუვენტუსში“ 2015 წლიდან თამაშობს, მაგრამ ბოლო პერიოდში ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება და გუნდს ახალ კონტრაქტზეც ვერ ურიგდება, რომელიც 2022 წელს იწურება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102246