ფეხბურთი

11:23 | 29.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ნაპოლი“ ტოვენით დაინტერესდა

იტალიურმა „ნაპოლიმ,“ შესაძლოა „მარსელის“ ნახევარმცველი, ფლორიან ტოვენი შეიძინოს, რომელსაც კონტრაქტი ფრანგულ კლუბთან 2021 წლის ზაფხულში უმთავრდება - გვამცნობს Corriere dello Sport.

ტოვენით ასევე „მილანი“ და „სევილია“ ყოფილან დაინტერესებული. ცნობილია, რომ მილანელები „მარსელს“ ჯერ კიდევ გასულ ნოემბერს უთანხმდებოდნენ. მათმა ტექნიკურმა დირექტორმა, პაოლო მალდინიმ, თავად დაადასტურა ეს ინფორმაცია. „სევილია“ კი ფრანგებს რამდენიმე დღის წინათ დაკავშირებია.

მომდინარე სეზონში ტოვენმა „მარსელის“ მაისურით ყველა ტურნირში 21 მატჩი ჩაატარა, 6 ბურთი გაიტანა და 7 საგოლე პასით გამოიჩა. მანამდე ის „გრენობლში, „ბასტიასა“ და „ნიუკასლში“ თამაშობდა. 2018 წელს კი საფრანგეთის ნაკრებთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118024