ფეხბურთი

0:32 | 29.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

პოლ სქოულზი: "ბრუნო ფერნანდეში ჩემზე უკეთესი ფეხბურთელია"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდამ, პოლ სქოულზმა ბრუნო ფერნანდეშის შესახებ ისუაბრა და ბევრისთვის მოულოდნელი განცხადებაც გააკეთა. ვეტერანი ინგლისელის აზრით, ბრუნო უკეთესი ფეხბურთელია, ვიდრე თვითონ გახლდათ.

„ის ჩემზე უკეთესია, ჩემგან განსხვავებული ფეხბურთელია. უფრო მეტ გოლს იტანს და უფრო მეტ საგოლე გადაცემას ასრულებს, ვიდრე მე. რასაც ის აკეთებს, მართლაც ფენომენალურია. ვფიქრობ, რომ თუ „მანჩესტერის“ შედეგებს გადავხედავთ ბრუნოს გუნდში მისვლის შემდეგ, განსხვავებას დავინახავთ“, - უთხრა ბრიტანულ მედიას სქოულზმა.

შეგახსენებთ, ბრუნო ფერნანდეში „მანჩესტერს“ ზუსტად ერთი წლის წინ შეუერთდა. მას შემდეგ 26 წლის პორტუგალიელმა „წითელ ეშმაკებში“ ჩატარებულ 44 მატჩში 26 გოლი გაიტანა და 16-ჯერ თანაგუნდელებს დაეხმარა გატანაში.

ბრუნო ფერნანდეშს „მანჩესტერამდე“ ლისაბონის „სპორტინგში“, „უდინეზეში“, „სამპდორიასა“ და „ნოვარაში“ უთამაშია.

0.109155