ფეხბურთი

19:17 | 28.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" დონარუმას ახალი კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ რაიოლა მეტს ითხოვს

„მილანმა“ ჯანლუიჯი დონარუმას ახალი კონტრაქტი შესთავაზა, სეზონში 7 მილიონი ევროს ანაზღაურებით. როგორც Corriere Della Sera იტყობინება, ეს თანხა შეიძლება არ გამოდგეს საკმარისი დონარუმას შესანარჩუნებლად.

ყველაფრის თავი და თავი კი, მისი აგენტი მინო რაიოლაა, რომელიც უკეთეს პირობებს ითხოვს ფეხბურთელისთვის. მან კლუბს ბევრად გაუმჯობესებული კონტრაქტი მოსთხოვა და ისიც განუცხადა, რომ დონარუმათი „იუვენტუსი“ და „ინტერი“ არიან დაინტერესებულნი.

იტალიელ კარის დარაჯს „მილანთან“კონტრაქტი 6 თვეში ეწურება და თუ მანამდე არ გაახანგრძლივებს, კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. ჯერჯერობით 21 წლის მეკარეს გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

ჯანლუიჯი დონარუმას „მილანში“ დებიუტი 2015 წელს ჰქონდა და მას შემდეგ „როსონერის“ ღირსება 223 მატჩში დაიცვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127675