კალათბურთი

10:24 | 28.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დალასმა" "კლიპერსი" გაანადგურა და NBA-ს რეკორდი დაამყარა

NBA-ში „დალას მავერიქსი“ ლოს ანჯელეს „კლიპერსს“ ესტუმრა და 51-ქულიანი სხვაობით დაამარცხა - 124:73. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში დალასელებმა რეკორდიც დაამყარეს.

„მავერიქსმა“ პირველი ტაიმი 77:27(!) მოიგო და მას შემდეგ, რაც ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში შეტევისთვის კონკრეტული დრო დააწესეს (1954-1955 წლების სეზონიდან) 50-ქულიანი სხვაობით პირველი ტაიმი არცერთ გუნდს მოუგია.

რა თქმა უნდა, მეორე ტაიმში „კლიპერსმა“ თამაშში დაბრუნება ვერ მოახერხა და საბოლოოდ, 51 ქულით დამარცხდა. გამარჯვებულთა რიგებში ლუკა დონჩიჩი გამოირჩა 24 ქულით, 9 მოხსნით და 8 პასით - სლოვენიელს მცირედი დააკლდა სამმაგ დუბლამდე. ჯოშ რიჩარდსონმა 18 ქულა და 5 მოხსნა შესძინა თავის გუნდს, ხოლო ლოს ანჯელესელთა რიგებში პოლ ჯორჯი 15 ქულით და სერჟ იბაკა 13 ქულით და 9 მოხსნით გამოირჩნენ.

ლოს ანჯელეს „კლიპერსს“ 2 მოგება და 1 წაგება აქვს, მომდევნო შეხვედრას კი 30 დეკემბერს, „მინესოტასთან“ ჩაატარებს. „დალასმა“ სეზონში პირველად მოიგო (2 წაგება) და მომდევნო მატჩი 31 დეკემბერს, „შარლოტ ჰორნეტსთან“ ელოდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118471