ფეხბურთი

11:59 | 27.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯერარდი: "ლივერპული" ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს და მისი მწვრთნელობა მინდა"

„რეინჯერსის“ მთავარ მწვრთნელ სტივენ ჯერარდს მომავალში მშობლიური „ლივერპულის“ გაწვრთნა სურს. ლეგენდარულმა ინგლისელმა ამის შესახებ განცხადება გააკეთა, რაც მოულოდნელობა ნამდვილად არ ყოფილა.

„მომავალში „ლივერპულის“ მწვრთნელობა მინდა, ეს ოცნების ახდენა იქნება. ეს არის კლუბი, რომელიც ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს, მაგრამ ვერავინ იწინასწარმტყველებს მომავალში რა მოხდება“, - თქვა ჯერარდმა.

შეგახსენებთ, სტივენ ჯერარდი „ლივერპულში“ 1998-2015 წლებში თამაშობდა და 710 მატჩში 186 გოლი გაიტანა. ინგლისელმა კარიერა ლოს ანჯელეს „გალაქსიში“ დაასრულა.

„სტივიჯის“ სამწვრთნელო კარიერა 2018 წლის 1 ივნისს დაიწყო, როდესაც „რეინჯერსი“ ჩაიბარა და შოტლანდიური ფეხბურთის გრანდში ძალზე წარმატებით მუშაობს - გლაზგოელები შოტლანდიის ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობენ და თუ ასე გააგრძელებენ, „სელტიკის“ ჰეგემონიას დაასრულებენ.

0.122087