ფეხბურთი

13:05 | 27.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხუან მატა: "პოგბა ერთ-ერთი საუკეთესოა, ვისთანაც უთამაშია"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელმა ხუან მატამ განაცხადა, რომ პოლ პოგბა ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია, ვის გვერდითაც ოდესმე უთამაშია. ესპანელი ფრანგი მოთამაშის თვისებებით მოხიბლულია და მას შთამბეჭდავი უწოდა.

„ის მართლაც ძლიერია, წარმოუდგენელი ნახევარმცველია. მას აქვს ყველა ფიზიკური და ტექნიკური თვისება, რაც საჭიროა ფეხბურთის კარგად სათამაშოდ. მისი თვისებები ნამდვილად შთამბეჭდავია, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნახევარმცველი, რომელთან ერთადაც ოდესმე მითამაშია“, - თქვა მატამ.

შედარებისთვის, ხუან მატას კარიერის განმავლობაში არაერთი დიდი ნახევარმცველის, მათ შორის, სერხიო ბუსკეტსის, ჩავის, ანდრეს ინიესტას, ფრენკ ლამპარდისა და ედენ აზარის გვერდით უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111206