ფეხბურთი

2:15 | 27.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩისკოს იდეალური დებიუტი "უოტფორდში" და გამარჯვება ლიდერთან

„დინამო თბილისის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელ ჩისკო მუნიოსს ინგლისის ჩემპიონშიფში, „უოტფორდის“ თავკაცის რანგში წარმატებული, უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, იდეალური დებიუტი ჰქონდა.

მისი გუნდი გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერ „ნორვიჩ სიტის“ დაუხვდა და ძალზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ჩისკოს სადებიუტო გამარჯვება ისმაილა სარის გოლმა მოუტანა. სენეგალელმა თავი 39-ე წუთზე გამოიჩინა და ამ გოლმა მატჩის ბედი გადაწყვიტა - 1:0.

„უოტფორდი“ 21 ტურის თავზე 37 ქულით მეხუთე ადგილზეა, „ბრენტფორდსა“ და „ბორნმუთს“ თითო, ხოლო „სუონსის“ 2 ქულით ჩამორჩება. ლიდერის პოზიციას კი, მარცხის მიუხედავად „ნორვიჩ სიტი“ 43 ქულით ინარჩუნებს.

შეგახსენებთ, ჩისკო მუნიოსი „დინამო თბილისს“ 2019 და 2020 წლებში წვრთნიდა, ორჯერ გახადა საქართველოს ჩემპიონი და ერთი კვირის წინ „უოტფორდის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114154