ფეხბურთი

12:36 | 27.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

პაოლო მალდინი: "რა არის "მილანის" საიდუმლო? რწმენა და ფეხბურთელების ნდობა"

იტალიური „მილანის“ ტექნიკურმა დირექტორმა პაოლო მალდინიმ თავისი გუნდის წარმატების საიდუმლოზე, ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და მთავარ მწვრთნელ სტეფანო პიოლიზე ისაუბრა.

ლეგენდარული იტალიელის განცხადებით, მთავარია ფეხბურთელებისადმი რწმენა და მათი ნდობა, სწორედ ამიტომ აქვს „როსონერის“ საოცარი შედეგები.

„ჩვენი გუნდის ცვლილების საიდუმლო? გჯეროდეს იმის, რასაც აკეთებ და გწამდეს მოთამაშეების, დაელოდო მათ შედეგს. ეს არის გუნდი, რომელსაც სჭირდებოდა მიდგომის აღდგენა, რომელიც წლების განმავლობაში შეიცვალა. ეს ყველაფერი წინა სეზონში დაიწყო და ახლა 18 თვის შემდეგ ვხედავთ პირველ შედეგებს.

ვფიქრობ, რომ პიოლის შესანიშნავი მწვრთნელის მრავალი თვისება აქვს, ამიტომ არის ძალიან ღია ურთიერთობა, ჩვენ ერთმანეთს ყველაფერს ვეუბნებით. ასევე იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ შედეგი გვქონდეს.

იბრაჰიმოვიჩი ტრავმის შემდეგ ახლოს იყო დაბრუნებასთან და ისევ დაზიანების გამო გაბრაზდა. კუნთების პრობლემა ყველას აქვს, განსაკუთრებით კოვიდის პერიოდში, რაც მჭიდრო გრაფიკითაც არის განპირობებული. მისი შემცვლელი? ჩვენ გვყავს ზლატანი და გვაქვს ბევრი ალტერნატივა. არსებობს ახალგაზრდა ფეხბურთელთა ნუსხა, ვისიც გვჯერა, მათ ის უკვე შეცვალეს, მის გარეშე ვითამაშეთ და სატურნირო ცხრილში პირველები ვართ“, - თქვა მალდინიმ.

შეგახსენებთ, „მილანი“ სერია A-ში ერთპიროვნული ლიდერია და ტოპ ჩემპიონატებში მიმდინარე სეზონში ერთადერთი გუნდია, რომელიც არ დამარცხებულა.

0.143795