ფეხბურთი

1:36 | 27.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

მალდინიმ დაასახელა ფეხბურთელები, ვისაც „მილანში“ იბრაჰიმოვიჩის შეცვლა შეუძლია

„მილანის“ ტექნიკურმა დირექტორმა, პაოლო მალდინიმ, ჟურნალისტებს შვედი თავდამსხმელის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის მდგომარეობაზე ესაუბრა და იმათი ვინაობაც დაასახელა, ვისაც მისი შეცვლა შეუძლია.

„იბრაჰიმოვიჩს უსიამოვნებებთან შეხლა უწევს. უკვე ახლოს იყო დაბრუნებასთან, მაგრამ მის ასაკში კუნთების პრობლემა არახალია.

ზამთრის ტრანსფერები? შეიძლება შემოქმედებითად მივუდგეთ საკითხს. არ გვინდა გუნდს ვაწყენინოთ, რომელმაც თავისი კონკურენტუნარიანობა დაამტკიცა.

იბრას შემცვლელი? ბევრი ალტერნატივა გვყავს: ლეაუ, რებიჩი, კოლომბო, ასევე დანიელი. არიან ახალგაზრდა ფეხბურთელებიც, ვისიც გვჯერა“ - ციტირებს მალდინის სიტყვებს Calciomercato.com.

იბრაჰიმოვიჩის „მილანთან“ კონტრაქტს ყავლი 2021 წლის ზაფხულში გასდის. 39 წლის შვედი ერთი თვეა კუნთის ტრავმის გამო აღარ თამაშობს. 18 დეკემბერს მან სრულფასოვანი ვარჯიში ჩაატარა, მაგრამ ბოლოსკენ ისევ ტკივილი იგრძნო. განმეორებითმა შემოწმებამ ტრავმის რეციდივი დაადასტურა. ამიტომ, იბრა „ბენევენტოსთან“ და „იუვენტუსთან“ მატჩებსაც გამოტოვებს 3 და 6 იანვარს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111145