ფეხბურთი

0:15 | 27.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

დომენეკი ლიგა 1-ში 27, სამწვრთნელო ასპარეზზე კი 10 წლის შემდეგ დაბრუნდა

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი რაიმონ დომენეკი სამწვრთნელო საქმიანობას ზუსტად 10 წლის შემდეგ დაუბრუნდა. გამოცდილი სპეციალისტი „ნანტში“ იმუშავებს.

ფრანგულმა გუნდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა და დომენეკი „ნანტის“ თავკაცის პოსტზე მიმდინარე სეზონის ბოლომდე იმუშავებს.

68 წლის სპეციალისტს ლიგა 1-ის გუნდში 1993 წლის შემდეგ არ უმუშავია, როდესაც „ლიონს“ (1988-1993) წვრთნიდა. 1993-2004 წლებში ის საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების დამრიგებელი იყო, ხოლო 2004-2010 წლებში საფრანგეთის ნაკრებში იმუშავა.

„მამლები“ დომენეკმა 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გაიყვანა, მაგრამ ევრო 2008-ზე და 2010 წლის მუნდიალზე ფრანგები ჯგუფში ჩარჩნენ. „ნანტი“ კი ლიგა 1-ში 17 ტურის შემდეგ მე-16 ადგილზე იმყოფება და ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124191