კალათბურთი

19:28 | 26.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი და MVP-ის ტიტული VTB ლიგაში

VTB ლიგის მორიგ ტურში მოსკოვის ცსკა ყაზანის „უნიქსს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 83:76 დაამარცხა. მატჩის ბედი ბოლო პერიოდში გადაწყდა, რომელიც მოსკოველებმა 6 ქულით მოიგეს და საბოლოოდ გამარჯვებაც იზეიმეს.

თორნიკე შენეგლიამ კარგი თამაში ჩაატარა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 31:17 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა: 18 ქულა და 12 პასი. თორნიკემ 10-დან 6 ორქულიანი და 9-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 საჯარიმო ააცილა.მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 21 გამოდგა, რაც ცსკა-ში საუკეთესო შედეგი იყო და მატჩის MVP გახდა.

მოსკოვის ცსკა-ს 8 გამარჯვების საპირისპიროდ 2 მარცხი აქვს და მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 3 იანვარს, „ნიჟნი ნოვგოროდს“ დაუპირისპირდება.

0.110739