ფეხბურთი

12:21 | 26.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

10 საუკეთესო ტრანსფერი პრემიერლიგის ისტორიაში

ცნობილმა გამოცემა Sky Sports-მა ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო ტრანსფერად ლისაბონის „სპორტინგიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ კრიშტიანუ რონალდუს გადასვლა დაასახელა.

პორტუგალიელი „ოლდ ტრაფორდზე“ 2003 წლის ზაფხულში გადაბარგდა და ალექს ფერგიუსონის გუნდში დიდი კვალი დატოვა.

მეორე ადგილზე ტიერი ანრის „იუვენტუსიდან“ „არსენალში“ ტრანსფერია, ხოლო მესამე პოზიციაზე „ლიდსიდან“ „მანჩესტერში“ გადაბარგებულ ერიკ კანტონას ერგო.

პრემიერლიგის ისტორიაში 10 საუკეთესო ტრანსფერი ასეთია:

1. კრიშტიანუ რონალდუ (სპორტინგიდან მანჩესტერში)

2. ტიერი ანრი (იუვენტუსიდან არსენალში)

3. ერიკ კანტონა (ლიდსიდან მანჩესტერში)

4. ფრენკ ლამპარდი (ვესტ ჰემიდან ჩელსიში)

5. როი კინი (ნოტინგემიდან მანჩესტერში)

6. დიდიე დროგბა (მარსელიდან ჩელსიში)

7. სოლ კემპბელი (ტოტენჰემიდან არსენალში)

8. უეინ რუნი (ევერტონიდან მანჩესტერში)

9. ვენსან კომპანი (ჰამბურგიდან მანჩესტერ სიტიში)

10. ალან შირერი (ბლექბერნიდან ნიუკასლში)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103891