ფეხბურთი

10:26 | 26.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

კვიპროსული გამოცემა: "ანორთოსისს" ყველაზე მეტად ქვილითაია მოერგო

კვიპროსულმა გამოცემა Larnakasports-მა „ანორთოსისის“ სეზონის წინ დამატებული ფეხბურთელების თამაში შეაფასა. თემურ ქეცბაიას გუნდის იმედგაცრუებად ჩეხი იოზეფ ჰუშბაუერი დაასახელა, რომელმაც მოლოდინი ვერ გაამართლა.

ჩვენთვის საინტერესო და კარგი ის არის, რომ გიორგი ქვილითაია საუკეთესო ტრანსფერად დაასახელეს. როგორც გამოცემა წერს, ქართველი „ანორთოსისს“ გამოადგა და მის სათამაშო სტილს ალღო მარტივად აუღო.

„ფეხბურთელი, რომელიც „ანორთოსისს“ ყველაზე მეტად დაეხმარა, გიორგი ქვილითაიაა. ქართველი თავის გუნდს გოლებით ეხმარება, ის კლასიკური ცენტრფორვარდია, რომელსაც ქეცბაია ეძებდა და საბოლოოდ იპოვა. როგორც ჩანს, ქვილითაია საკმაოდ კარგად ერგება „ანორთოსისის“ თამაშს, რადგან 12 მატჩში 7 გოლი გაიტანა. მოთამაშე, რომელმაც იცის სად უნდა გადაადგილდეს და დიდი ხარისხი აქვს“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, გიორგი ქვილითაია „ანორთოსისში“ ბელგიური „გენტიდანაა“ განათხოვრებული. კვიპროსის ჩემპიონატში ქართველმა ფორვარდმა 7 გოლი გაიტანა, ხოლო ერთხელაც თავი ევროპა ლიგაზე გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110646