ფეხბურთი

19:32 | 25.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

მხითარიანი სომხეთის საუკეთესო ფეხბურთელად მეათედ დაასახელეს

"რომას" შემტევი ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი სომხეთის 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. აღნიშნული ტიტული სომხეთს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა მეათედ მოიპოვა. აღნიშნული ინფორმაცია სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

მიმდინარე სეზონში მხითარიანმა "რომას" რიგებში 19 მატჩი ჩაატარა და თავი 8-8 გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. გასულ სეზონში კი ჰენრიხმა 30 შეხვედრაში ცხრა გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113717