ფეხბურთი

17:32 | 24.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

გატუზო: "ერთი თვეა მეუბნებიან, რომ ვკვდები, მაგრამ არ ვკვდები"

იტალიური „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელ ჯენარო გატუზოს აუტოიმუნური დაავდება აქვს - მიასთენია. ამის შესახებ 42 წლის იტალიელმა „ტორინოსთან“ მატჩის შემდეგ თავად განაცხადა.

„ბიჭები ჩემთან ახლოს იყვნენ. ბოლო 2-3 დღის განმავლობაში თავს ცოტა უკეთესად ვგრძნობ, მაგრამ 5-6 დღე დიდი ძალისხმევა დამჭირდა, დიდ დაღლილობას ვგრძნობდი და მხოლოდ ჩემნაირ შეშლილს შეეძლო წამოდგომა. ეს მომენტი უნდა მივიღო და გავაგრძელო ცხოვრება. 10-12 დღის განმავლობაში საკუთარ თავს არ ვეკუთვნოდი. მივმართავ ყველა ბავშვს, ვისაც დაავადების ეშინია და საკუთარ თავს სარკეში ვერ უყურებენ - ცხოვრება მშვენიერია, არ უნდა შევუშინდეთ და არ უნდა დავმალოთ. 1 თვის განმავლობაში ჩემზე ამბობდნენ, რომ ვკვდები, მაგრამ არ ინერვიულოთ, არ ვკვდები. აუტოიმუნური დაავადება მაქვს, მიასთენია. უკვე მესამედ მაქვს და ახლა ყველაზე მძიმე ფორმებში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ესეც გაივლის“, - თქვა გატუზომ.

აქვე გეტყვით, რომ მიასთენია ნერვულ-კუნთოვანი დაავადებაა, რომელსაც კუნთების პათოლოგიური სისუსტე და დაღლილობა ახასიათებს.

0.110986