ფეხბურთი

2:28 | 24.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

სკუდეტომ გეზი მილანისკენ აიღო

იტალიის სერია A-ში 2020 წელი დასრულდა. დასრულდა ლოგიკურად, სატურნირო ცხრილის სათავეში არის გუნდი, რომელმაც 2020 წელს ყველას აჯობა და ნამდვილად დაუბრუნდა იმ სიმაღლეს, რომელზეც წლების წინ იმყოფებოდა.

„მილანის“ შავი პერიოდი, რომელიც 7-8 წელი გაგრძელდა, წარსულში დარჩა. ამ გუნდს უკვე გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩამოუყალიბდა და ეჭვგარეშეა, საჩემპიონო რბოლაში ბოლომდე ჩაბმული იქნება, შესაძლოა ფავორიტიცაა.

„მილანმა“ „ლაციოსთან“ თამაში მაგრად დაიწყო და თავიდანვე 2:0 წაიყვანა, მაგრამ მერე მოდუნდა და რომაელებმა ლუის ალბერტოსა და ჩირო იმობილეს გოლებით ანგარიშ გაათანაბრეს. თამაშიც ფრისკენ მიდიოდა, მაგრამ ტეო ერნანდესმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში თავური დარტყმით სამქულიანი გოლი გაიტანა.

ამრიგად, „მილანმა“ „ინტერთან“ ერთქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა და შობას და ახალ წელს ლიდერის რანგში ხვდება. „ინტერმა“ კი ვერონაში მოიგო რთული საგარეო თამაში. ლაუტარო მარტინესისა და მილან შკრინიარის გოლები გადამწყვეტი გამოდგა - 2:1. ანტონიო კონტეს გუნდისთვის ეს სერია A-ში მიჯრით მეშვიდე მოგებაა და ლიდერთან მხოლოდ ერთ ქულას აგებს.

წინ 24 ტურია, მაგრამ კონტურები გამოიკვეთა. სკუდეტო 9 წლის შემდეგ მილანისკენ იღებს გეზს, ოღონდ საკითხავია შავ-წითელ თუ შავ-ლურჯ ბანაკში დაიდებს ბინას. „იუვენტუსის“ პრობლემების ფონზე და ლიდერებთან ჩამორჩენის გათვალისწინებით, ძნელი წარმოსადგენია ტურინულმა გრანდმა ზედიზედ მეათედ არათუ გაჩემპიონება, არამდ გაბრძოლება სცადოს. ახლა ანდრეა პირლოს გუნდის წინაშე სულ სხვა გამოწვევაა - ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა, რადგან მე-6 ადგილზეა და სატურნირო ცხრილში დიდი სიმჭიდროვეა.

სხვა მატჩებზეც - „ნაპოლი“ ზედიზედ მესამე წაგებას გადაურჩა. „ნაპოლისთან“ და „ლაციოსთან“ განცდილი მარცხების შემდეგ ნეაპოლიტანელები შინ „ტორინოსთან“ აგებდნენ და გადარჩენის იმედიც არ ჩანდა, მაგრამ ბოლო წუთზე ლორენცო ინსინიემ გაიტანა და ჯენარო გატუზოს გუნდმა ქულა მაინც მოიპოვა.

„რომას“ გაუჭირდა, მაგრამ შინ „კალიარის“ დაძაბულ ბრძოლაში 3:2 მაინც მოუგო. ამ წვალებ-წვალებაში, „რომა“ მესამე ადგილზე ერთპიროვნულად დამკვიდრდა და 2021 წლამდე ცხადია არაფერი შეიცვლება.

„მილანი“ – „ლაციო“ 3:2 (2:1)

გოლები: 1:0 რებიჩი (10), 2:0 ჩალჰანოღლუ (17, პენ), 2:1 ლუის ალბერტო (28), 2:2 იმობილე (59), 3:2 ტეო ერნანდესი (90)

„ბოლონია“ – „ატალანტა“ 2:2 (0:2)

გოლები: 0:1 მურიელი (22, პენ), 0:2 მურიელი (23), 1:2 ტომისაუ (73), 2:2 პასი (82)

„რომა“ – „კალიარი“ 3:2 (1:0)

გოლები: 1:0 ვერეტუ (11), 1:1 ჟოაო პედრო (59), 2:1 ჯეკო (71), 3:1 მანჩინი (77), 3:2 ჟოაო პედრო (90)

„სამპდორია“ – „სასუოლო“ 2:3 (0:1)

გოლები: 0:1 ტრაორე (2), 1:1 კუალიარელა (55), 1:2 კაპუტო (56), 1:3 ბერარდი (58), 2:3 ბალდე (84)

„სპეცია“ – „ჯენოა“ 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 ნზოლა (10), 1:1 დესტრო (16), 1:2 კრიშიტო (73, პენ)

„უდინეზე“ – „ბენევენტო“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 კაპრარი (9), 1:1 ლეტიცია (77)

„ნაპოლი“ – „ტორინო“ 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 იცო (56), 1:1 ინსინიე (90)

თეგებისერია A
0.11283