ფეხბურთი

16:01 | 6.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ ბენზემას აქებს
მადრიდის “რეალის” ლიდერი, კრიშტიანო რონალდუ “ბილბაოსთან” მოგებული მატჩის (5:0)შემდეგ As-ის ჟურნალისტს შეხვდა და მასთან საუბრისას ქარიმ ბენზემა შეაქო.

“მოხარული ვარ ქარიმის გვერდით თამაშით. ის ლა ლიგაში საუკეთესო, ხოლო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია.

კრიტიკა ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია, რომელმაც არ უნდა შეგაშინოს და პირიქით, ასეთ დროს, უფრო კარგად უნდა წარმოაჩინო საკუთარი შესაძლებლობები.

გარეტ ბეილი შესანიშნავი ფეხბურთელია. მას დიდი წვრილი მიუძღვის ჩვენს შედეგიან თამაშში. “რეალი” ყოველ მატჩში უკეთესი ხდება. მრავალი ასპექტი დავხვეწეთ და უფრო გავიზარდეთ. გუნდის თამაში საგრძნობლად გაუმჯობესდა. გუშინაც შესანიშნავად ვითამაშეთ და მეტოქეს 5 უპასუხო ბურთი გავუტანეთ, რითაც ყველანი ბედნიერები ვართ”, – განაცხადა პორტუგალიელმა ვარსკვლავმა.

შეგახსენებთ, რომ “რეალმა” სწორედ რონალდუსა და ბენზემას კარგი თამაშით გაანადგურა “ბილბაო”. პორტუგალიელმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, ხოლო ფრანგმა დუბლი გაიფორმა.

0.117992