ფეხბურთი

22:49 | 23.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლევერკუზენმა" ფლორიან ვირცს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრების 17 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ფლორიან ვირცმა "ლევერკუზენთან" კონტრაქტი 2023 წლის ივლისამდე გაუხანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია გრმანული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ვირცი "ლევერკუზენმა" 2020 წელს "კიოლნის" აკადემიიდან დაიმატა და ზაფხულში პირველ გუნდში დააწინაურა. მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელმა "ფარმაცევტების" მაისურით 18 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა. 17 წლის გერმანელის სატრანსფერო ღირებულება 24 მილიონი ევროა.

0.111656