ფეხბურთი

18:42 | 23.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

პოგბასთან, მოურინიოსთან და გულიტთან ერთად: გურამ კაშია უეფას დოკუმენტურ ფილმში (+VIDEO)

უეფამ ფილმი გადაიღო ფეხბურთში დისკრიმინიციისა და რასიზმის პრობლემებთან დაკავშირებით. დოკუმენტური ფილმი - „განრისხებულები“ თითქმის ერთსაათიანია და მასში ფეხბურთის ცნობილი ვარსკვლავები იხსენებენ, როგორ წააწყდნენ საფეხბურთო მოედანზე თუ მის მიღმა რასიზმსა და დისკრიმინაციას.

მათ შორის არის გურამ კაშია, რომელიც ფილმის ერთ-ერთი მონაწილეა. კაშიამ 2017 წელს არნემის „ვიტესის“ შემადგენლობაში ფერადი სამკლავურით ითამაშა, რასაც საქართველოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. იმავე წლის ბოლოს კი გურამმა უეფას სპეციალური ჯილდო Equal Game მიიღო, როგორც თანასწორი უფლებებისთვის მებრძოლმა სიმბოლომ.

„დიდი ხანი ვერიდებოდი ამ საკითხზე საუბარს, მაგრამ ახლა ღია ვარ. ვცდილობ, სწორი ნაბიჯი გადავგდა, ხანდახან ეს რთულია, ზოგჯერ არც ისე ადვილია სწორი ნაბიჯების გადადგმა, თუმცა ცხოვრება ასეთია. შეიძლება შენი საქციელით ბევრი ადამიანი გაანაწყენო, მაგრამ მთავარია, რომ როგორც საზოგადოებამ, წინ ვიაროთ“, - ამბობს ფილმში გურამ კაშია.

ამავე ფილმში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ ჯღარკავაც საუბრობს: „გურამმა დიდი ნაბიჯი გადადგა, რათა ყველასთვის ეჩვენებინა, რომ ფეხბურთი კარგია, ფეხბურთი პროგრესისკენაა მიმართული და შეუძლია ქვეყანა და ზოგადად ცხოვრება უფრო უკეთესი გახადოს“.

უეფას დოკუმენტურ ფილმში რასიზმისა და დისკრიმინაციის პრობლემებზე სხვებთან ერთად პოლ პოგბა, ჟოზე მოურინიო და რუუდ გულიტი საუბრობენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110507