ფეხბურთი

12:40 | 23.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონეს მე-300 გამარჯვება "ატლეტიკოში"

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელის რანგში დიეგო სიმეონემ მე-300 თამაში მოიგო. ამ ნიშნულს არგენტინელმა სპეციალისტმა სან სებასტიანის „რეალ სოსიედადთან“ (2:0) გამარჯვების შედეგად უწია.

სიმეონეს „როხიბლანკოში“ 300 მატჩის მოსაგებად 499 მატჩი დასჭირდა. გამოდის, რომ გამარჯვებების პროცენტული მაჩვენებელი - 60.1%-ს შეადგენს.

„ატლეტიოკომ“ „სოსიედადთან“ გამარჯვებით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მიმდინარე სეზონში ჩემპიონობაზე სერიოზულ პრეტენზიას აცხადებს და სატურნირო ცხრილს 32 ქულით ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11254