ფეხბურთი

3:44 | 23.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესიმ პელეს რეკორდი წაართვა

ლიონელ მესიმ წინა ტურში პელეს რეკორდი გაიმეორა, ახლა კი საბოლოოდ დაამხო. ლა ლიგის მე-15 ტურში „ბარსელონამ“ „ვალიადოლიდს“ დამაჯერებლად, 3:0 აჯობა და მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა.

ერთი ბურთი მესის ანგარიშზეა, რომელმაც 65-ე წუთზე წერტილი დაუსვა შეხვედრას. ლეოსთვის ეს „ბარსელონას“ მაისურით 644-ე გოლი გამოდგა და პელე უკან მოიტოვა (643 გოლი).

საქმე ეხება ერთი გუნდის გატანილი გოლების რაოდენობას. მესის მსგავსი შედეგით ვერავინ დაიკვეხნის და არგენტინელი მორიგი რეკორდის ავტორი გახდა.

„ბარსელონამ“ კი „ვალიადოლიდთან“ მოგებით ხასიათიც გამოიკეთა და სატურნირო ვითარებაც - რონალდ კუმანის გუნდი ამ დროისთვის 24 ქულით მეხუთე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118762