კალათბურთი

2:01 | 23.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას კარგი მატჩი და ცსკა-ს ზედიზედ მე-11 მოგება ევროლიგაში

ევროლიგის მე-16 ტურში მოსკოვის ცსკა საფრანგეთში „ლიონ-ვილერბანს“ ესტუმრა და ზედიზედ მე-11 გამარჯვება მოიპოვა. დიმიტრი იტუდისის გუნდი საოცარ ფორმაშია და ევროლიგას დამსახურებულად ლიდერობს.

მოსკოველებმა საფრანგეთში 87:78 იმარჯვეს და შეიძლება ითქვას, არც ისე დიდი სხვაობის მიუხედავად, დიდი პრობლემების წინაშე არ აღმოჩენილან.

თორნიკე შენგელიამ 29:23 წუთში 13 ქულა, 3 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 7-დან 4 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 6-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 19-ს გაუტოლდა და ეს მოსკოველთა რიგებში რიგით მესამე საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

რუსულ გუნდში საუკეთესოები მაიკ ჯეიმსი (31 ქულა, 6 პასი) და ნიკოლა მილუტინოვი იყვნენ (17 ქულა, 14 მოხსნა).

მოსკოვის ცსკა-ს ევროლიგაში 16 ტურის თავზე 13 მოგების წილ 3 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში ლიდერია. მომდევნო ტურში რუსული გუნდი 30 დეკემბერს, „ოლიმპია მილანოს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116216