ფეხბურთი

14:50 | 22.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

გატუზო „ნაპოლის“ ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება

„ნაპოლი“ ბოლო კვირებში გუნდის მთავარ მწვრთნელ, ჯენარო გატუზოს კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე ესაუბრებოდა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ და ლაპარაკი ახლო მომავლისთვის გადადეს - გვამცნობს Corriere dello Sport.

გატუზოს ნეაპოლურ კლუბთან ხელშეკრულებას ვადა 2021 წელს ეწურება.

შეგახსენებთ, რომ იტალიელი სპეციალისტი „ნაპოლის“ დამრიგებლად 2019 წლის 11 დეკემბერს დაინიშნა. მან კარლო ანჩელოტი შეცვალა, რომელსაც ფეხბურთელებთან კონფლიქტი ჰქონდა.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში, 13 ტურის შემდეგ, 23 ქულით „ნაპოლი“ მეხუთე ადგილზეა,

0.112563