ფეხბურთი

11:52 | 22.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

Marca-ს ვერსიით, ბენზემა ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი, კარიმ ბენზემა, პოპულარული Marca-ს ვერსიით, ესპანური პრიმერა დივიზიონის 2019-20 წლების საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში „რეალი“ ქვეყნის ჩემპიონი გახდა და უშუალო კონკურენტ „ბარსელონას“ 5 ქულით გაუსწრო.

ფრანგმა ფორვარდმა კი 37 მატჩში 21 ბურთი გაიტანა და 8 საგოლე პასით გამოირჩა.

შეგახსენებთ, რომ 2009 წლის შემდეგ ესპანეთში საუკეთესოებად მხოლოდ ლიონელ მესი და კიშტიანუ რონალდუ სახელდებოდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103778