ფეხბურთი

17:52 | 21.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მაკარიძეს "ესპანიოლის" ფეხბურთელმა გოლი ცენტრიდან გაუტანა (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგის მე-19 ტურში გიორგი მაკარიძის „ალმერია“ ლა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ „ესპანიოლს“ ესტუმრა 1:2 წააგო. გიორგი მაკარიძემ შეუცვლელად ითამაშა.

ქართველმა მეკარემ გოლი მოედნის ცენტრიდან გაუტანა. პირველ ტაიმში „ესპანიოლის“ რაულ დე ტომასმა წინ გამოსული მაკარიძე შენიშნა, დაარტყა და ბურთი კარში აღმოჩნდა.

მეორე ტაიმში „ალმერიამ“ პენალტით გაათანაბრა, მაგრამ მალევე დე ტომასმა დუბლი შეასრულა, ამჯერად მან თერთმემეტრიანი გაუტანა ქართველ კიპერს.

„ალმერიას“ 38 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა, ლიდერ „ესპანიოლს“ კი 4 ქულით ჩამორჩა. გიორგი მაკარიძეს მიმდინარე სეზონშ 12 თამაში აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135423