ფეხბურთი

3:06 | 20.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

4 გოლი და 3 ქულა: "იუვემ" თამაში დაიწყო

იტალიის სერია A-ს მე-13 ტურში „იუვენტუსმა“ როგორც იქნა ის ფეხბურთი აჩვენა, რასაც მისგან ელოდებიან. ანდრეა პირლოს შეგირდებმა „პარმასთან“ სტუმრად გაილაღეს და ძალიან ლამაზი ფეხბურთით მოიგეს.

თითო ტაიმში 2-2 გოლი. დეიან კულუშევსკიმ დაიწყო, კრიშტიანუ რონალდუმ დუბლით გააგრძელა და ალვარო მორატამ დაასრულა - 0:4. ყველა გოლი ეფეტური იყო, მეტწილად, რონალდუს პირველი გოლი, როდესაც ჰაერში ისევ აფრინდა და თავით მეკარეს შანსი არ დაუტოვა. რონალდუმ 2020 წელს სერია A-ში 32-ე გოლი გაიტანა, უკეთესი შედეგი იტალიის ჩემპიონატის ისტორიაში მხოლოდ სამ ფეხბურთელს, ფელიჩე ბორელს, გუნარ ნორდალსა და ომარ სივორის დაუფიქსირებიათ.

„იუვენტუსი“ 13 ტურის თავზე ისევ დაუმარცხებელია და სხვათა შორის, ტოპ ხუთ ლიგაში მის გარდა მხოლოდ „მილანს“ არ აქვს წაგება, რომელსაც „იუვე“ 1 ქულით ჩამორჩება, მაგრამ „როსონერის“ მე-13 ტურის მატჩი კვირას „სასუოლოსთან“ ელოდება.

მანამდე მე-13 ტურში კიდევ ორი მატჩი იყო - „ფიორენტინამ“ „ვერონას“ ვერ მოუგო, ხოლო „სამპდორიამ“ „კროტონეს“ აჯობა და სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო გაიუმჯობესა.

„პარმა“ – „იუვენტუსი“ 0:4 (0:2)

პარმა, „ენიო ტარდინი“

„პარმა“ (4-3-1-2): სეპე; იაკოპონი (ბუსი 60), ოსორიო, ბრუნო ალვეში, გალიოლო; ერნანი, სომი, კურტიჩი (ბრუგმანი 85); კუცკა (სიპრიენი 60); ჟერვინიო (კუცკა 46), კორნელიუსი (ინგლეზე 61)

მწვრთნელი: ფაბიო ლივერანი

„იუვენტუსი“ (4-4-2): ბუფონი; დანილო, დე ლიხტი, ბონუჩი (კუადრადო 76), ალექს სანდრო; მაკკენი (პორტანოვა 76), ბენტანკური, რემზი (ბერნარდესკი 68); მორატა, რონალდუ (კიეზა 82)

მწვრთნელი: ანდრეა პირლო

გოლები: 0:1 კულუშევსკი (23), 0:2 რონალდუ (26), 0:3 რონალდუ (48), 0:4 მორატა (86)

გაფრთხილება: დანილო (40)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (5) – 14 (7) ბურთის ფლობა: 37%-63% კუთხურები: 4:9 თამაშგარე: 4:3

მსაჯი: ჯანპაოლო კალვარეზე

„ფიორენტინა“ – „ვერონა“ 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 ველოზუ (8, პენ), 1:1 ვლაჰოვიჩი (19, პენ)

„სამპდორია“ – „კროტონე“ 3:1 (2:1)

გოლები: 1:0 დამსგაარდი (26), 2:0 იანკტო (36), 2:1 სიმი (45), 3:1 კუალიარელა (65)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.20295