ფეხბურთი

0:07 | 20.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგა: ლევანდოვსკიმ "ლევერკუზენის" საჩუქრები შეირგო

გერმანიის ბუნდესლიგას 13 ტურის თავზე დაუმარცხებელი გუნდი აღარ ჰყავს. „ლევერკუზენმა“ 12 ტური ისე განვლო, რომ არ წააგო და მიუნხენის „ბაიერნთან“ საშინაო მატჩს ლიდერის რანგშიც შეხვდა.

საკმარისი იყო პეტერ ბოშის გუნდს „ბაი არენაზე“ არ წაეგო, რომ შობასა და ზამთრის პაუზას ლიდერის პოზიციაზე დაასრულებდა. საბოლოო ჯამში, „ლევერკუზენმა“ ეს ვერ გააკეთა - რამდენიმე წამი დააკლდა და ეს მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს.

პატრიკ შიკმა მე-14 წუთზე ძალიან ლამაზი გოლი გაუტანა მანუელ ნოიერს და „ბაიერი“ დააწინაურა. მასპინძლები ახლოს იყვნენ ტაიმი მოეგოთ, მაგრამ გოლი მოიგონეს თავიანთ კარში. ბურთი საჯარიმოსთან დაკარგეს, მერე კი მცველმა და მეკარემ ერთმანეთს ხელი შეუშალეს და იმდენი გააკეთეს, რომ რობერტ ლევანდოვსკიმ ცარიელ კარში მშვიდად გაიტანა.

„ბაიერნი“ მაინც არ იყო ამ თამაშის მომგები, რომ არა კიდევ ერთი საჩუქარი, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა შეირგო. მსაჯმა თამაშს 3 წუთი დაამატა და მე-3 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც „ფარმაცევტებმა“ ისევ საჯარიმოსთან გააკეთეს არაზუსტი პასი და საჯარიმოში კვლავ დარჩა ლევანდოვსკი, რომელმაც მეორე საჩუქარიც შეირგო და „ბაიერნი“ 2021 წელს ლიდერის რანგში ხვდება. ჰანსი ფლიკის გუნდს 30 ქულა აქვს და „ლევერკუზენსა“ და „ლაიფციგს“ 2-2 ქულით უსწრებს.

სხვათა შორის, იულიან ნაგელსმანის „ლაიფციგმა“ შინ „კიოლნთან“ მოულოდნელად ქარს გაატანა მნიშვნელოვანი ქულები და „თხებთან“ უგოლო ფრეს დასჯერდა.

და, რა თქმა უნდა, გელზენკირხენის „შალკე“, რომელსაც ბუნდესლიგაში იანვრის შემდეგ უკვე ზედიზედ 29 მატჩია არ მოუგია და 4 ქულით უიმედოდ ბოლო ადგილზეა. „ხუმარებმა“ ამჯერად შინ ბილეფელდის „არმინიასთან“ წააგეს და ახალ წელს უმძიმეს ვითარებაში ხვდებიან.

„აუგსბურგი“ – „აინტრახტი“ 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 ფრამბერგერი (53, ა.გ), 0:2 ილსანკერი (87)

„გლადბახი“ – „ჰოფენჰაიმი“ 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 შტინდლი (34, პენ), 1:1 კრამარიჩი (75), 1:2 სესენიონი (86)

„მაინცი“ – „ვერდერი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 დინკჩი (90)

„ლაიფციგი“ – „კიოლნი“ 0:0 (0:0)

„შალკე“ – „არმინია“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 კლოსი (53)

„ლევერკუზენი“ – „ბაიერნი“ 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 შიკი (14), 1:2 ლევანდოვსკი (43), 1:2 ლევანდოვსკი (90)

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131606