ფეხბურთი

22:43 | 19.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

კიტეიშვილი საოცარ ფორმაშია: 2 გოლი და 3 საგოლე პასი ბოლო სამ მატჩში

გრაცის „შტურმის“ ქართველი ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ჩინებულ ფორმაშია. ავსტრიის ბუნდესლიგის მე-12 ტურში გრაცელებმა შინ „სენქტ პიოლტენს“ ადვილად, 3:0 აჯობეს და ოთარმა გამარჯვებაში წვლილი საგოლე პასით შეიტანა.

კიტეიშვილი გატანაში 29-ე წუთზე იაკობ იანშტერს დაეხმარა და ავსტრიელმა ფეხბურთელმა ანგარიში გაიხსნა. ოთარმა შეუცვლელად ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო სამ მატჩში „კიტემ“ 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა და ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც ტრავმა მოირჩინა (ამ ტრავმის გამო თვენახევარი გაუცდა). მიმდინარე სეზონში კიტეიშვილის ანგარიშზე 8 შეხვედრაში 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

ბრწყინვალე ფორმაშია თავად „შტურმიც“, რომელმაც ბუნდესლიგაში მიჯრით მეხუთე თამაში მოიგო და 24 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „ზალცბურგს“ კი ერთადერთი ქულით ჩამორჩება. გრაცელები მომდევნო ტურში, 17 იანვარს, ლუკა ლოჩოშვილისა და გურამ გიორბელიძის „ვოლფსბერგერს“ ესტუმრებიან.

0.115817