ფეხბურთი

16:05 | 19.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარმა 11 წლის ბავშვს მიმართა, რომელმაც მწვრთნელის რასისტული შეურაცხყოფის გამო იტირა

„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელმა ნეიმარმა 11 წლის ფეხბურთელი გაამხნევა, რომელსაც მწვრთნელმა მატჩის მიმდინარეობისას რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც 11 წლის ბავშვმა თამაშის დასრულების შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა.

ნეიმარმა მას ვიდეოშეტყობინება გაუგზავნა და ურჩია, რომ ფეხბურთის თამაშს თავი არ დაანებოს.

„ვნახე, რომ სამწუხარო სიტუაციაში ხართ. ყველანი ვხედავთ ისეთ ფაქტებს, რომელთა ადგილიც დღეს ცხოვრებაში არ არის. მინდა გაგამხნევო და იმედია, უარს არ იტყვი საყვარელ საქმეზე - ფეხბურთის თამაშზე. იყავი თამამი და ეს იყოს შენი გამოცდილება. იყავი ერთგული იმ საქმისადმი, რომელიც გიყვარს. იყავი მოსიყვარულე ოჯახის, მშობლების, ყველას მიმართ, მიუხედავად კანის ფერისა და რასისა. შენთან ვარ, გეხვევი“, - ამბობს ნეიმარი.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი ტრავმირებულია. ბრაზილიელი ერთი კვირის წინ „ლიონთან“ შეხვედრაში დაშავდა, თუმცა დაზიანება სერიოზული არ გამოდგა და მოედანზე სავარაუდოდ მცირე დროში დაბრუნდება.

თეგებინეიმარი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110292