კალათბურთი

23:10 | 18.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას 10 ქულა და ცსკა-ს ზედიზედ მე-10 გამარჯვება ევროლიგაში

ევროლიგის მე-15 ტურში მოსკოვის ცსკა-მ „ზენიტს“ უმასპინძლა და მორიგი, რიგით მე-12 და მათ შორის, ზედიზედ მეათე თამაში მოიგო! „არმიელებს“ პრობლემა არ შექმნიათ და მეტოქეს 18 ქულის სხვაობით 83:65 სძლია.

შენგელიამ 28:56 წუთში 10 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 5-დან 2 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 13-ს გაუტოლდა.

მოსკოველთა რიგებში საუკეთესო მაიკ ჯეიმსი იყო, რომელმაც 20 ქულა, 6 მოხსნა და 7 პასი დააგროვა და გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა.

მოსკოვის ცსკა-ს 12 გამარჯვების წილ 3 მარცხი აქვს, სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა და მომდევნო ტურში 22 დეკემბერს, საფრანგეთში „ლიონ-ვილერბანს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124799