ფეხბურთი

20:47 | 18.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური მედია: ჩისკომ "გრანადას" "ლოკომოტივის" შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

„დინამო თბილისის“ აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჩისკო „გრანადას“ მთავარ მწვრთნელ დიეგო მარტინესს თბილისის „ლოკომოტივის“ შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.

Entrenadoresfutbol-ის ინფორმაციით, ევროპა ლიგის მატჩის წინ მარტინესი ჩისკოს დაუკავშირდა და მეტოქეზე ინფორმაციის მიცემა სთხოვა. მანაც დოკუმენტაციის სახით ესპანური კლუბის თავკაცს ინფორმაცია გაუგზავნა.

შეგახსენებთ, თბილისის „ლოკომოტივი“ „გრანადას“ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე შეხვდა და 0:2 დამარცხდა. ჩისკომ „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დღეს დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127355