ფეხბურთი

19:30 | 18.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი: "როდესაც მესის და რონალდუს ეპოქაში საუკეთესო ხდები, ეს დიდ რამეს ნიშნავს"

პოლონეთის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ განაცხადა, რომ მისი წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებაში წვლილი თანაგუნდელებს და მწვრთნელებს მიუძღვის და მსოფლიოს ორი გამორჩეული ფეხბურთელის ასპარეზობის პერიოდში გამარჯვება სასიამოვნოა.

რობერტ ლევანდოვსკი 17 დეკემბერს ფიფამ მსოფლიოს 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

"ძალიან ამაყი და კმაყოფილი ვარ. ჩემთვის და ჩემი კლუბისთვის დიდი დღეა. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ეს ჯილდო ჩემ თანაგუნდელებს და მწვრთნელებს ეკუთვნით "ბაიერნსა" და პოლონეთის ნაკრებში". როდესაც ასეთი ჯილდოს მფლობელი ხდები ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს ეპოქაში, ეს დიდ რამეს ნიშნავს. ეს ჯილდო არის მოწმობა იმ ფაქტის, რომ მნიშვნელობა არ აქვს საიდან ხარ ან რა გქვია, მთავარია რას აჩვენებ. ჩვენ ყველაფერი მოვიგეთ, რისი მოგებაც შეგვეძლო." - ციტირებს ლევანდოვსკის სიტყვებს "ბაიერნის" ოფიციალური ვებგვერდი.

გასულ სეზონში ლევანდოვკისმ 47 მატჩში 55 გოლი გაიტანა და "ბაიერნის" რიგებშიყველა ტურნირი მოიგო. მიმდინარე სათამაშო წელს კი პოლონელმა 17 შეხვედრაში თავი 18 გოლით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124341