ფეხბურთი

17:11 | 18.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

"შალკემ" მთავარი მწვრთნელი დაითხოვა

გელზენკირხენის „შალკედან“ მთავარი მწვრთნელი მანუელ ბაუმი გაათავისუფლეს. ამის მიზეზი წარუმატებელი შედეგებია, რომელიც „ხუმარებს“ მიმდინარე სეზონში აქვთ.

„შალკეს“ ბუნდესლიგაში იანვრის შემდეგ, ზედიზედ 29 თამაში არ მოუგია. გელზენკირხეული გუნდი 12 ტურის შემდეგ 4 ქულით (4 ფრე, 8 წაგება) ბოლო, მე-12 ადგილზეა და გავარდნის მთავარი კანდიდატია.

ბაუმს დროებით ცნობილი სპეციალისტი ჰუუბ სტივენსი შეცვლის, რომელიც „შალკეში“ 1996-2002, 2011-2012 და 2019 წლებში მუშაობდა.

0.112606