ფეხბურთი

21:53 | 17.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: შობოშლაი "ლაიფციგის" ფეხბურთელია

გერმანულმა „ლაიფციგმა“ უნგრეთის ნაკრებისა და „ზალცბურგის“ ნიჭიერი შემტევი დომინიკ შობოშლაი დაიმატა. ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა.

შობოშლაიმ გერმანულ გუნდთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა და 17-ნომრიანი მაისური მოირგო. ტრანსფერის ღირებულებამ დაახლოებით 20 მილიონი ევრო შეადგინა. 20 წლის ფეხბურთელს არაერთი მსურველი ჰყავდა, მაგრამ არჩევანი „ლაიფციგზე“ შეაჩერა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ „რედ ბულიდან“ „რედ ბულში“ გადავიდა.

მიმდინარე სეზონში შობოშლაიმ „ზალცბურგში“ 21 თამაში ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. უნგრეთის ნაკრებში კი მას 12 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11191