ფეხბურთი

19:36 | 17.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

მარადონას სხეულის კრემაცია შეჩერდა: 25 წლის გოგონა ამტკიცებს, რომ მისი შვილია

დიეგო მარადონას სხეულის კრემაცია სასამართლომ შეაჩერა და ამის მიზეზი 25 წლის ქალბატონი, მახალი ხილია. ის ამტკიცებს, რომ მარადონას შვილია და სასამართლომ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა - დნმ-ს ტესტი ჩატარდება.

როგორც არგენტინული გამოცემა Clarin-ი წერს, ხილს 2 წლის დედამ უთხრა, რომ მამამისი შესაძლოა, დიეგო მარადონა ყოფილიყო. ამიტომაც, ახალგაზრდა გოგონამ სიმართლის დასადგენად დნმ-ს ტესტის ჩატარება მოითხოვა.

ბუენოს-აირესის მახლობლად მდებარე კერძო სასაფლაოზე დაკრძალული მარადონას გვამის ამოღება საჭირო არ არის, რადგან დნმ-ის ნიმუშები უკვე არსებობს. თუმცა, კრემაციის პროცესი დროებით მაინც შეჩერდა, სანამ ყველა მტკიცებულება არ შეგროვდება.

დიეგო მარადონას კანონიერი მეუღლისგან, კლაუდია ვილაფანესგან ორი შვილი ჰყავს, მოგვიანებით მან შვილად კიდევ სამი ადამიანი სცნო. გარდა ამისა, როგორც მედია ირწმუნება, მას სხვა შვილებიც ჰყავს, მათ შორის სამი კუბაში, სადაც გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119649