ფეხბურთი

12:44 | 17.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: „ექვსქულიანი“ შეხვედრა მოვიგეთ“

იტალიური სერია A-ს მე-12 ტურში „ნაპოლისთან“ გამარჯვების შემდეგ, „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, განაცხადა რომ მისმა გუმდმა „ექვსქულიანი“ მატჩი მოიგო.

„ეს გამარჯვება მომავალში შეიძლება ძალიან წაგვადგეს და ამის შესახებ ბიჭებს ვუთხარი. ადვილი არ ყოფილა, „ნაპოლი“ ძლიერი გუნდია, რომელიც ყოველთვის იბრძვის ჩემპიონობისთვის.

ეს ტაქტიკური მატჩი გახლდათ და ჩვენ „ექვსქულიანი“ ბრძოლა მოვიგეთ.“ - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Football Italia.

ამჟამად „ინტერი“ 27 ქულით გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზეა და მხოლოდ ერთი პუნქტით ჩამორჩება ლიდერ „მილანს.“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110802