ფეხბურთი

13:19 | 17.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

„მილანმა“ სერია A-ს რეკორდი გააუმჯობესა

იტალიური სერია A-ს მე-12 ტურის მატჩში „ჯენოამ“ „მილანს“ უმასპინძლა. შეხვედრა 2:2 დამთავრდა. ამისდაკვალად, „მილანმა“ იტალიის უმაღლესი ლიგის რეკორდი გააუმჯობესა - გვამცნობს Opta Paolo.

საქმე ის არის, რომ სტეფანო პიოლის შეგირდებს ბოლო 14 მატჩის განმავლობაში მინიმუმ ორი გოლი გააქვთ. წინა მიღწევა „ტორინოს“ ეკუთვნოდა, რომელმაც ზედიზედ 13 შეხვედრაში მოახერხა ორი გოლის გატანა 1948 წელს.

0.11164