ფეხბურთი

20:52 | 16.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

იოზილის აგენტი: "მესუთს "არსენალში" დარჩენა სურს"

მესუთ იოზილის აგენტმა ერკუტ სოგუტმა განაცხადა, რომ ფეხბურთელს ლონდონის "არსენალში" დარჩენა კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე სურს და ზამთრის სატრანსფერო პერიოდში წასვლას არ აპირებს. აღნიშნული კომენტარი აგენტმა Tuttomercatoweb-თან საუბრისას გააკეთა.

"რა თქმა უნდა, ბევრი კლუბის იოზილით დაინტერესებული. მას აზრი არ შეუცვლია, უნდა, რომ მის კონტრაქტს პატივი სცენ და ითამაშოს. იგი სიტყვის კაცია და რთულია ამ დროში ასეთი ადამიანი ნახო. იოზილს უყვარს კლუბი და მისი გულშემატკივრები. მესუთი წუხილს გამოთქვამს, რომ მას მიმდინარე სეზონში თამაშის შანსი არ მიეცა." - განაცხადა აგენტმა.

მესუთ იოზილი "მეთოფეთა" მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ გუნდის განაცხადის მიღმა დატოვა და მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ნახევარმცველი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126147