ავტოსპორტი

1:54 | 16.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფრენკ უილიამსი ჰოსპიტალში სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება

ფორმულა 1-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდს, „უილიამსის“ დამაარსებელი და ყოფილი შეფი ფრენკ უილიამსი ჰოსპიტალში იმყოფება. ოჯახი არ აკონკრეტებს ჰოსპიტალიზაციის მიზეზს, თუმცა აცხადებს რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ფრენკ უილიამსი ამჟამად 78 წლისაა. 1986 წელს მომხდარი ავტო კატასტროფის შემდეგ, ის ინვალიდის ეტლით გადაადგილდება, თუმცა ამის მიუხედავად, წლების განმავლობაში, წარმტებით უძღვებოდა გუნდს, რომელსაც კონსტრუქტორთა ჩემპიონატი ცხრაჯერ, მრბოლთა ტიტული კი შვიდჯერ აქვს მოგებული.

ბოლო წლებში ფრენკი გუნდის ხელმძღვანლობას ჩამოშორებული იყო და მის მოვალეობას შვილი, კლერ უილიამსი უძღვებოდა. ახლახანს „უილიამსი“ ამერიკულმა საინვესტიციო კომპანია „დორილტონ კეპიტალმა“ შეისყიდა და ხელმძღვანელობაც გადაიბარა. უილიამსების ოჯახი მის საქმიანობაში აღარ ერევა.

„უილიამსმა“ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ბოლოს 1997 წელს მოიპოვა, როდესაც ტიტულს კანადელი ჟაკ ვილნევი დაეუფლა. მაგრამ უკვე რამდენიმე წელია, იმის მიუხედავად, რომ „მერსედესის“ ძრავებს იყენებს, მყარად უკავია პელოტონის უკანა რიგები.

0.117621